|
2021-06-07 13:12:28, 970 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა, რომ ის აკონტროლებს მთავრობას და არსად წასულა
ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა, რომ ის მართავს ქვეყანას, აკონტროლებს მთავრობას და არსად არ წასულა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკურ ძალად არ უნდა განიხილებოდეს. „ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა ორი რამ, რაც აქამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც პოლიტიკას და საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი - ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას და არსად არ წასულა. მეორე - მას სურს, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, რადგან პოტენციურად მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ შანსებს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)