|
2021-06-07 11:37:54, 1087 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გახარია, ივანიშვილი, კობახიძე, თალაკვაძე, ყველა პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე
კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი მისი ბრალიაო, იმის მერე რა, ბავშვები მაძღრები არიან?!, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია ივანიშვილს და ყველა ეს საკითხი შემოგდეულია, რათა არ იყოს მსჯელობა რეალურ პრობლემებზე. „ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია ივანიშვილს აბრალებს, კობახიძე ვიღაცას აბრალებს და ა.შ. ეს ხომ პირველად არ ხდება, გახსოვთ კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი კვირიკაშვილის ბრალიაო, იმის მერე რა ბავშვები მაძღრები არიან საქართველოში? შიმშილი აღარ არის? ყველა ეს საკითხი შემოგდებულია იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე. ჩემთვის გაცილებით მნიშველოვანია ის, რომ გახარიაც, ივანიშვილიც, კობახიძეც, თალაკვაძეც, სულ ყველანი პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყანაში კატასტროფულ გაჭირვებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)