|
2021-06-07 10:24:14, 538 ნახვა
საზოგადოება
7 ივნისი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეა
პანდემიის პირობებში, სურსათის უვნებლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ წელს FAO და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) სურსათის უვნებლობის დღეს ერთად აღნიშნავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, პანდემიის პირობებში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებაზე. ორგანიზაციების ფოკუსში მოხვდა გზავნილები, სახელმწიფოების ვალდებულებების შესახებ - ყურადღება გაამახვილონ, სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების აღმოჩენასა და კონტროლზე. ასევე, უზრუნველყონ სურსათის ხელმისაწვდომობა, ფერმერების წვდომა ბაზრებზე და უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება. სურსათის უვნებლობის დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უსაფრთხო პროდუქტების მოხმარებას მოკლევადიანი და ხანგრძლივი სარგებელი აქვს ადამიანებისთვის, ეკონომიკისა და მთლიანად პლანეტისთვის. ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს ერთიანობის გააზრება, კაცობრიობას შესაძლებლობას აძლევს, მომავალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი - თითქმის 1/10, ყოველწლიურად დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ავადდება. რასაც 420 000 ადამიანის გარდაცვალება და 33 მილიონი ადამიანისთვის ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს. შესაბამისად სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სურათის უვნებლობის ჯაჭვი იწყება ფერმაში (მეცხოველეობისას თუ ბოსტნეულის მოყვანისა და საირიგაციო წყლის უსაფრთხოების კონტროლით) და სრულდება სუფრასთან (პროდუქტების დახარისხება და უსაფრთხო მომზადება). სასურსათო კონტროლს ექვემდებარება ყველა პროდუქტი მათ შორის: ბოსტნეული, ხილი, ხორცი და რძის პროდუქტები. ასევე, ამ ნედლეულის გადამუშავებისგან მიღებული სურსათი. სურსათის უვნებლობის ქვაკუთხედი, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და სარეაილიზაციო პირობების კონტროლია. ამ მიმართულებით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის დაინერგა ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლისა და მათგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. სისტემა, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და იგი, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს უწყობს ხელს. FAO და WHO ორგანიზაციის გზავნილები, ხაზს უსვამენ რომ სურსათის უვნებლობაზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა აქტორს, მათ შორის: სახელმწიფოებს, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს. გვახსოვდეს: სურსათის უვნებლობა - ყველას საქმეა!
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)