|
2021-06-06 10:44:59, 853 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა. ჩატარებული სამუშაოები სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულებაა 3 287 777 მლნ ლარი. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)