|
2021-06-05 17:15:06, 1326 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი დაფინანსების შეწყვეტაზე - უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, მერე გაიჩხერ და იწუწავებ
ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტში შესვლას არც დაფინასების შეწყვეტის შემთხვევაში აპირებს. „პარლამენტში არ შევალ რაც არ უნდა ქნან, სულ ყირაზე, რომ დადგნენ. ისიც არ იციან ალბათ, რომ ლეიბორისტული პარტია 1995 წელს შევიქმენით და 2007 წლამდე ჩვენ არ ვფინანსდებოდით. 12 წელი ვიყავით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაღაცას ან ოჯახიდან მოვიტანდით, ან ვიღაც მადლიანი გამოჩნდებოდა, ახლა ეგეთიც არ ჩანს, ბიზნესმენი არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რომ რაღაც ერთი ცენტი მაინც გაეღო... ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, ნარკომოვაჭრეებთან ალიანსი, მერე გაიკეთებ, გაიჩხერ, დაიკავებ საწუწაოს და პარლამენტიდან შემომსვლელ-გამომსვლელს გაწუწავ... და ყველაზე მეტად საშიშია ის ხალხი, რომელიც ასე ფიქრობს, როგორც „გირჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)