14:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 14:19:06, 535 ნახვა

საზოგადოება
მებაჟე ოფიცრების მიერ, საფოსტო გზავნილით, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და  საგადასახადო ვალდებულების შემცირების  მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კომპანიის მიერ, საფოსტო გზავნილის სახით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იქნა 266 ცალი მეორადი მოხმარების  ( Iphone 42 ცალი, Samsung 65 ცალი, Xiaomi 159  ) მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებამ თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით - 14203,7 ლარი შეადგინა.

რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას  წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად,  დადგინდა, რომ დეკლარირებული მობილური ტელეფონები  წარმოადგენდა არა აღდგენილ, არამედ ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს და საერთო საბაჟო ღირებულებამ  - 264 309,3 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics