|
2021-06-04 16:09:53, 713 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს
„თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, მარში რუსთაველის გამზირზე გაიმართება და შეკრებას რუსთაველის მეტროსთან დაიწყებენ. „ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღალ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში. „თბილისი პრაიდი“ სახელმწიფოსგან მოითხოვს: უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა; შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულების დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)