|
2021-06-04 13:06:08, 408 ნახვა
საზოგადოება
COVID-19-ის გავლენა შრომის ინსპექციის საქმიანობაზე - შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ვებინარი შედგა
COVID-19-ის გავლენა შრომის ინსპექციის საქმიანობაზე - აღნიშნულთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ქვეყნის შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ვებინარი შედგა. შეხვედრაში საქართველო შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრის სტატუსით პირველად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კოლეგების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან ყურადღება ინსპექციის საქმიანობაში პანდემიის გავლენაზე გაამახვილა. მიმოიხილა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის გადადგმული ნაბიჯები და პროცესში, შრომის ინსპექციის როლი გამოჰყო. მოხსენება ბექა ფერაძესთან ერთად, 7 ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, სინგაპურის, შვეიცარიისა და გერმანიის შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსებმა გააკეთეს. შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის 100-ზე მეტი წევრი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, სხვადასხვა სახელმწიფოს შრომის ინსპექციის სამსახურებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წლევანდელი შეხვედრა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრებს შორის, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ონლაინ-ფორმატში შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)