14:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 11:36:13, 373 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ონლაინსესია გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებისთვის დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ჯონ შერიდანმა ონლაინსესია გამართა.

ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ზვიად მელქაძემ ბრიტანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ელექტრონული არქივირების (eArchiving) მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები. თავის მხრივ, ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ისაუბრა ამ სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე, კერძოდ, ელექტრონული არქივების პოლიტიკისა და კანონმდებლობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ციფრული მონაცემების გრძელვადიანი შენახვის საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ვებარქივებისა და ვიდეოარქივების შექმნის შესაძლებლობებს, მკვლევართა დარბაზებში სერვისების განვითარებას, მათ შორის გენეალოგიური კვლევის მიმართულებით. 

ელექტრონული არქივების თემაზე დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობა ონლაინდისკუსიების ფორმატში მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics