|
2021-06-02 18:22:19, 705 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 17 კომპანია სარგებლობს
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N619 დადგენილებით, განსაზღვრულია პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების პირობები. (საქმიანობის სფეროებად განსაზღვრულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა და გემთმფლობელის ან/და გემის ფლობასთან დაკავშირებული საქმიანობა). საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სულ ამ დროისთვის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს 17 კომპანია, მათგან IT სფეროში 14, ხოლო საზღვაო სფეროში- 3. • შპს „Integration Point Georgia“ • შპს „მრკტ.კომ“ • შპს „ჯორჯიან სერვის გრუპი-2007“ • შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“ • შპს „არკას ჯორჯია“ • შპს „სმარტ ჰაბ“ • შპს „იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენს“ • უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC” • შპს „TERO MARITIME AGENCY“ • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) • შპს "ვებიზ ინტერნეიშენელი" • შპს „სინგულარ ჯგუფი“ • შპს „სპრაიბ ინთერნეშენალი“ • შპს "ოპტიმე" • შპს "ომედია დეველოპმენტი" • შპს "კრიპტექს აი ქიუ" • შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, მითითებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება. იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი: • უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; • შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; • შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)