14:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 17:05:25, 471 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულებს უმასპინძლა. რატი ბრეგაძემ მომავალ იურისტებს სასწავლო სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და  მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იუსტიციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი იურისტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში.

ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი  ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

2021 წელს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „საქპატენტი" და „IRZ". კონკურსის 53 გუნდი და 169 მონაწილე თითოეულ ეტაპზე მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ  შეაფასა. გამარჯვებული   თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჩაჩხიანი, გვანცა დოლბაია და ალექსანდრე პატარაია. ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ბიბილურმა მოიპოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics