|
2021-06-02 15:23:54, 514 ნახვა
საზოგადოება
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ქ.თბილისის 69-ე საჯარო სკოლის V- VI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და წყლის რესურსების მნიშვნელობაზე და მისი დაცვისთვის საჭირო ქმედებებზე ტრენინგი ჩაუტარეს. Მოსწავლეებმა მოისმინეს მტკვრის, როგორც ტრანსსასაზღვრო მდინარის და მისი მონიტორინგის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მტკვრის დაცვის დღე 1999 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება. Მტკვარი საქართველოს ყველაზე მთავარი მდინარეა. Მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 400 კილომეტრია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)