|
2021-06-02 15:22:35, 632 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის ბმა-ს პროგრამით კორპუსებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება
გლდანის რაიონში, გამგეობის მიერ გლდანის II მიკრორაიონის N25 და N25 ა კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალარინების შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 210 გრძივ მეტრზე იცვლება. მიმდინარე პროექტის ღირებულება 45 052 ლარია. ამასთან, სამუშაოები გლდანის VI მიკრორაიონის N17 კორპუსშიც ხორციელდება. სადაც, პროექტის ფარგლებში, წყალარინების ქსელი 158 გრძივ მეტრზე შეიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო. მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაცია 10 მისამართზე უკვე დასრულდა, 8 მისამართზე კი, მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)