09:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 16:53:40, 480 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიდო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics