|
2021-06-01 13:48:26, 608 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება
„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა. მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის, რა თქმა უნდა, ადგილზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება გაცხადებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში". მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა იქნება უმნიშვნელოვანესი. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის ორმხრვი თანამშრომლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს კერძო სექტორის ხედვები და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია. „არ წარმომიდგენია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ნებისმიერი ინდუსტრიის გრძელვადიანი, ან თუნდაც მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შემუშავების ნაწილი არ იყოს კერძო სექტორი", - აღნიშნა მან. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია ამ ინდუსტრიაში პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან ეს არის მკაფიო და ნათელი გზა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების კუთხით. „ჩვენ დიდი მზაობა გვაქვს, რომ მოხდეს საავიაციო პოლიტიკის, გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ამ პროცესში დიდია კერძო სექტორის როლი. მათ შორის ჩვენ შიგნით გვაქვს მსჯელობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცალკე ასევე შემუშავდეს აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ჩვენ უკვე გვაქვს საუბრები სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათი დახმარებით სწრაფად მოხდეს ამ პროექტზე მუშაობის დაწყება. ავიაციაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ავიაცია არცერთი, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ცალკე მდგომი სექტორი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მოემსახურება გრძელვადიან გეგმას და აღსრულება მოხდება სტრატეგიის ფარგლებში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და რა თქმა, უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. და ეს იქნება პირდაპირ გადმოთარგმნილი იმ შემოსავლებში, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ სექტორების განვითარების ახალ იდეებში იგულისხმება ასევე სტრუქტურული ცვლილებები, თავად უწყებების გაძლიერება. „იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მეტად ქმედითუნარიანი და ჩვენი შედეგები იყოს დათვლადი, ხელშესახები და რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან კოორდინირებული", - აღნიშნა მან.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)