|
2021-05-31 18:18:59, 605 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთ საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებელების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ის ფაქტორები განმარტა, რომლებმაც აპრილის თვეში ისტორიული, ნახტომისებური მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. „პირველი და უმთავრესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა - ბოლოდროინდელი კვლევებიც მეტყველებს, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკის, მთავრობის ნაბიჯების, ინვესტიციების განხორციელების მიმართ მეტი ნდობა, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად, საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილურობა - დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება, კანონი და დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და ამან ბოლოს მოიტანა ის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით" - განაცხადა ნათია თურნავამ. პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე რეფორმებს, რომლებიც გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, არ შენელებულა. მათ შორის ნათია თურნავამ დაასახელა მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ასევე სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა. მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბოლო წელიწადნახევარში განხორციელებული პროგრამების მიხედვით, 610 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაგენერირება მოხდა და ამას ემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული სხვა პროგრამები და პროექტები. „კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ შევძელით ეკონომიკის გახსნა ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც არამარტო უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის მეშვეობით აკეთებენ შენატანს ეკონომიკურ ზრდაში, არამედ, ზოგადად, ზრდიან მოთხოვნას ჩვენ ბაზარზე, რაც წაახალისებს ვაჭრობას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას და ძალიან ბევრ დარგს. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ 1-ელი ივნისიდან უკვე ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და გავხსენით საჰაერო საზღვრები, დავაჩქარეთ ვაქცინაცია, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში და ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, არის ასევე ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)