|
2021-05-31 10:40:37, 591 ნახვა
რეგიონი
თუშეთში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და რეგიონის შემდგომი განვითარება“, საქართველოში რიგით მეორე ბიოსფერული რეზერვატის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) პარტნიორობით, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად მოწყვლად რეგიონში, კახეთში - დოკუმენტის მომზადება ნომინაციისთვის“.
„საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ეს ყოველივე კი, აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრებს ბიოსფერული რეზერვატების შესახებ მომზადებული ინფორმაცია წარუდგინეს. დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობაც. „მოხარული ვარ, რომ, პანდემიის მიუხედავად, შევძელით ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები UNESCO-ში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის მხარდასაჭერ წერილზე. ის, რომ საქართველოში ორი ტერიტორია მიიღებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს, მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატის მაგალითები გვაჩვენებს, თუ რა სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით”, - განაცხადა მიხეულ ზუკოვის ფონდის წარმომადგენელმა, ანია ზელცერმა.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)