2021-05-28 22:23:35, 1587 ნახვა
რეგიონი
გუმათის დასახლებაში ხმაურია - „რიონის ხეობის მცველები“ სოფელ ნამოხვანში ასვლას ცდილობენ
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს ხელებს ურტყამენ.
აქციის მონაწილეები სოფელ ნამოხვანში ასვლის უფლებას ითხოვენ, თუმცა ადგილზე სამართალდამცავების გაძლიერებული რაოდენობაა მობილიზებული, რომლებიც „რიონის ხეობის მცველებს“ ხეობაში ასვლის უფლებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ დედაქალაქიდან სამი დღის წინ დაბრუნდნენ, მათ სოფელ გუმათში პოლიციის გაძლიერებული რაოდენობა და რკინის ჯებირები დახვდათ, გუშინ ღამით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 8 აქციიის მონაწილე დააკავეს.
დაკავებულები დღეს საამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო პროცესი გადადეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,