|
2021-05-28 14:15:02, 516 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე კვირას იმსჯელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში შესვლის საკითხზე კვირას, პოლისტაბჭოს ფორმატში იმსჯელებს. ხატია დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. „კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე. კი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)