09:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 12:34:19, 689 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ამნისტიასა და ოპოზიციაზე - ბავშმაც კი იცის, ხელს რაღაცას რომ აწერს, უნდა წაიკითხოს

ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან რაში, თავიდანვე განწირულია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ამნისტიის კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ბევრი არასერიოზული ადამიანია, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ჯერ ხელი მოაწერეს, შემდეგ კი აღმოაჩნიეს, რომ ამნისტიის იდეა არ მოსწონთ.

 „ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულმა საპარლამენტო პროცესმა, მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრს კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არასერიოზული ადამიანი, რომლებმაც ასე ჩანს ყოველშემთხვევაში გარედან, რომ ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და ალბათ წაკითხულიც არ ჰქონდათ და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს ამისტიის იდეა არ მოსწონთ. ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან რაში, ალბათ თავიდანვე არის განწირული. მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა უკვე ბავშვმაც კი იცის ხოლმე, რომ ხელს რომ რაღაცას აწერ, წინასწარ უნდა წაიკითხო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როდესაც პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics