|
2021-05-28 12:08:47, 673 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - OECD-ის „SME Policy Index"-ის რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის" წარმატებით განხორციელების შედეგია ის, რომ საქართველომ OECD-ის „SME Policy Index"-ის 2020 წლის რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე 2021-2025 წლებისთვის. „ახალი სტრატეგია კვლავაც მუშავდება ევროკავშირის მხარდაჭერით, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი კვლავაც ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის" უმთავრეს პრინციპს - „უპირველესად იფიქრე მცირეზე" (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია "ევროპული მცირე ბიზნესის აქტის" ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით," - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა. გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეწარმეობის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა „საკრედიტო - საგარანტიო სქემა". ეს პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სესხების გაადვილებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. სააგენტო საკრედიტო გარანტიას უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის ძირითადი თანხის 90%-მდე. ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაფორმებულია 200-ზე მეტი ხელშეკრულება (მათგან 191 გაფორმდა ახალი და 21 რესტრუქტურიზებული სესხების უზრუნველყოფისთვის. სესხის მთლიანი თანხა 44 მლნ ევროს შეადგენს (181 მლნ ლარი). გარდა ამისა, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ვახორციელებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 7 ათასი ევროს ოდენობით. პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%-ის ოდენობით," - განაცხადა გენადი არველაძემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)