|
2021-05-27 18:30:05, 550 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სულ ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი. გარდა ამისა, სააგენტომ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების პროცედურული დარღვევებიც გამოავლინა. რეალიზაციის დაწყება, ისევე როგორც დასრულება, საჭიროებს სააგენტოში სავალდებულო შეტყობინების წარდგენას. მიმდინარე წელს, 20 მაისამდე პერიოდში გამოვლენილ იქნა სულ 82 ასეთი შემთხვევა. მათ შორის, საბაჟო აღნუსხვის ფორმების დამუშავების შედეგად გამოვლენილ იქნა 70 შემთხვევა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებლდა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. რაც შეეხება მიმოქცევის, რეალიზაციის დასრულების ფაქტს, ესეც გამოკვეთილი იქნა ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად და დადასტურდა, რომ 33 შემთხვევაში მეწარმეს დასრულებული ჰქონდა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო სავალდებულო შეტყობინება სააგენტოში არ იყო წარმოდგენილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიკვლევადობის ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დადასტურებული იქნა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების დარღვევის 10 ფაქტი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)