|
2021-05-27 18:27:48, 770 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს სიდჰარტა დატას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს შეხვდა. მხარეებმა COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. „საქართველოში ვაქცინაციის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მრჩეველი იმყოფება. სიდჰარტა დატამ მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამა დადებითად შეაფასა. მივიღეთ რჩევები ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მასიური ვაქცინაციის ცენტრების ჩამოყალიბებაზეც. ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იმუნიზაციისა და ვაქცინების დანერგვის მიმართულებით, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სიდჰარტა დატამ თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. „ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწიეს. იმუნიზაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ამ კუთხით კარგი მაგალითია“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა სიდჰარტა დატამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერით, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაა დაგეგმილი. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)