|
2021-05-27 15:36:18, 460 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს რადეკ პოლიცარის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე ისაუბრეს. განიხილეს პირველადი ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების გადამზადების საკითხიც. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. რადეკ პოლიცარიმ , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაურთან ერთად აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაც დაათვალიერა. ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტი სამედიცინო ბიზნეს მისიასთანაა დაკავშირებული. ვიზიტის ფარგლებში 12-მა ჩეხურმა სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)