|
2021-05-27 13:04:47, 528 ნახვა
პოლიტიკა
ამნისტიის კანონპროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია „ლელოს" მოთხოვნები სრულად ეწინააღმდეგება და არღვევს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების არსს და სულისკვეთებას. მანვე დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო შეთავაზება, ამიტომ მმართველი გუნდი მზადაა, რომ პოზიციების დასაახლოებლად იმსჯელოს ოპოზიციასთან. „როდესაც საუბრობ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც არა თუ შეთანხმებაში არ ყოფილა განხილული, არამედ პირიქით, საკუთარი პასუხისმგებლობის კონკრეტულ სამოქალაქო პირებზე გადატანას ემსახურება, პირდაპირ არღვევს შეთახმების არსს. ამით ის სულისკვეთება, რაც ჩაიდო შეთანხმებაში, ვერ შესრულდება და დავარღვევთ. ამიტომ „ლელოს“ აქვს ეს მოთხოვნები, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიქნებით თანაზიარნი. სხვა ოპოზიცურ ჯგუფებს აქვთ თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. ამიტომ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შემოთავაზება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ვიმსჯელოთ და დავაახლოვოთ პოზიციები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)