18:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 01:19:20, 581 ნახვა

საზოგადოება
ხმაური გუმათში - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებს რიონის ხეობაში არ უშვებენ

"გუმათჰესთან", სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული, რომლებსაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. როგორც „ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“. „დღეს აქ ჩვეულებრივ გავათენებთ ღამეს. ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობიანი გაცხადებული მოქმედების სტრატეგიით. ყველამ მინდა, ეს მკაფიოდ იცოდეს. აქ ხედავთ, რომ აღმართულია რკინის ბარიკადი, რომელზეც ჩვენ ავტეხთ ხმაურს. არც ერთ შემთხვევაში არ გადავალთ იერიშზე. უბრალოდ ავტეხთ ხმაურს და არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს რიონის ხეობას“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics