09:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 12:17:07, 753 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საზოგადოებისთვის მწვავე თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, გვჭირდება ხედვა, გეგმა და ერთობა

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, თუ მწვავედ აღქმული ისეთი თემების, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკიხი გვჭირდება საკუთარი ხედვა, გეგმა და ერთობა, - ამის შესაებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოების წინ მწვავედ აღქმული ისეთი თემების, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკიხი, გვჭირება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყაამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში აღდგა მრავალპრატიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, თვითმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის ახალ საფეხურზე ავიყვაოთ. ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორად ასე მყარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics