18:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 11:49:05, 548 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.

სოფლის მეურნეობის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.

ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.

სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევები მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევების მიმართულებით ხორციელდება. სტუდენტები მონაწილეობას იღებენ დეპარტამენტში არსებული უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიების სამუშაო პროცესში და შესაძლებლობა აქვთ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა კვლევის წარმოებაში.

ლაბორატორიის პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი. ასევე, სრულად ხდება პანდემიის პირობებში  დადგენილი რეგულაციების დაცვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics