|
2021-05-25 15:08:10, 460 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და დამუშავება ელექტრონულად გახდება შესაძლებელი. ასევე, იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურეობას უზრუნველყოფს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა , ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ელიაშვილმა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მეჟლუმიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)