|
2021-05-25 11:31:55, 486 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა შენდება
საცხოვრებელი კომპლექსის - „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზა, „თიბისის“ მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა. თიბისის მხრიდან, „კრწანისი ვილა რეზიდენსის" ჯამური დაფინანსება 21,5 მილიონ დოლარს შეადგენს, უშუალოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის კი - 5 მილიონ დოლარს. ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი" საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა. „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი" ახორციელებს. „კრიზისული პერიოდის მიუხედავად, დეველოპერულ სექტორში პროექტების განხორციელება მაქსიმალურად შენარჩუნდა. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტების პარალელურად, არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა. სწორედ ამის მაგალითია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მულტიფუნქციური უბანი, რომლის სახითაც, ქალაქში სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე გაჩნდება. თიბისი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ჩვენი ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. თიბისიში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა შევქმენით, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგიდან და კონსულტაციებიდან - გაყიდვებამდე, რაც იპოთეკურ ცენტრს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)