09:18 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 11:33:00, 824 ნახვა

სამართალი
რეგულირების სააგენტომ 2 სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა.

უწყების ცნობით, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული  პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.    

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ,  შესწავლილ იქნა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, სედაციის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის - აზოტის ქვეჟანგის გამოყენების და აგრეთვე, სავარაუდო უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტები. დარღვევა გამოვლინდა 2 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება  იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ანხორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს“ - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics