20:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 16:54:46, 490 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო, რის შემდეგაც 4 690 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოები 447 359 ლარით დაფინანსდა.

პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის  რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მოსაწესრიგებელი იყო წინამძღვრიშვილის ქუჩა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, გლდანის რაიონის გამგეობა გზის საფარს ვერ აწყობდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები განეხორციელებინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics