|
2021-05-21 11:11:54, 511 ნახვა
სამართალი
შუახევის მუნიციპალიტეტში, „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებს 9 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები - ა. დ. და ხ.ც. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში, ძარცვისთვის ნასამართლევი ა.დ. და ხ.ც., დანის დემონსტრირებით და ძალადობით თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის" მოლარე-ოპერატორს ნ.დ.-ს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7362 ლარი გასტაცეს. სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. იმავე დღესვე დააკავეს. ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო ხ.ც.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)