21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:35:45, 352 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის პროექტის განხორციელების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განიხილეს

მსოფლიო ბანკის პროექტის „სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის სექტორებში გასატარებელი ღონისძიებები აგროსისტემების მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუ, საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები მიწის მართვის, მიწის საკუთრების, გამსხვილების, კონსოლიდაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიმართულებებით. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ამ კუთხით, რაც მრავალწლიან შრომას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის, იუსტიციის სახლისა და ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობით, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა მიწების სისტემურ აღრიცხვასა და რეგისტრაციას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ის საკანონმდებლო დოკუმენტები, რომელთაც ქარსაფარ ზოლებთან, საძოვრებთან და გაუდაბნოებასთან დაკავშირებით ვღებულობთ, ვფიქრობ, არსებული გამოწვევების დაძლევაში ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics