06:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 16:32:31, 766 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ მაკალისტერი - კვლავ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასთან და დელეგაციის წევრებთან. სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში. ისინი უნდა შეურთდნენ პარლამენტს და დაიწყონ მუშაობა, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა.

კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. ეს დასაწყისია რეფორმების. მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო პროევროპული საქართველოს მხარდამჭერი და ასეა დღესაც“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics