|
2021-05-18 12:33:30, 479 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს არიდებს საგამოძიებო კომისიაში ჩართვას - დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს არიდებს საგამოძიებო კომისიაში ჩართულობას. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. „ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი. ამ ბერკეტს რომ არიდებს თავს ოპოზიცია, ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა თანდათანობით თავადვე დარწმუნდნენ იმაში, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, თავის არიდება ხდება არჩევნების გადამოწმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთავაზებისთვის. ეს არის საერთო სურათი, თუმცა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხს ჩავეძიოთ, რაც უკავშირდებოდა თუნდაც ბრალდებებს და ამისათვის მუშაობს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)