|
2021-05-17 18:11:36, 469 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ქვეყანას საშუალებას მისცემს გაგრძელდეს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება. „თანხა, რომელზეც ხელი ახლახან მოვაწერეთ, ძირითადად, ორი მიმართულებით დაიხარჯება. პირველი ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას საშუალო და მცირე ზომის საწარმოებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, გაუჩნდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსებზე. პროექტს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მეორე მიმართულებას ეროვნული ბანკი განახორციელებს. სებ-ი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის სისტემების პროექტის საქართველოში დანერგვას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რაც განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდმაც გამოაჩინა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ეროვნული ბანკისთვის 85 მლნ ევროდან 6 მლნ ევროა გამოყოფილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის. „საქართველოს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა და რომელთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. აღნიშნული შეთანხმებაც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყანას საშუალებას აძლევს სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)