|
2021-05-14 22:43:59, 694 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო პარლამენტში შესვლაზე კვირის დასაწყისში იმსჯელებს
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო პარლამენტში შესვლაზე კვირის დასაწყისში იმსჯელებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ტელეკომპანია „პირველის“ ერთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში, როგორც დროებით ორგანოში შესვლის ლოგიკა მისაღებია. „პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე კიდევ გვექნება მსჯელობა, კვირის დასაწყისში გვაქვს პოლიტსაბჭო. ჩვენი აზრით, ლოგიკური არაა, თუ ამ შეთანხმებაში გამოსავალს ვერ ხედავ, შეხვიდე პარლამენტში, რადგან ყველა ოპოზიციური პარტია ვთანხმდებოდით და მგონი ახლაც არ შეუცვლიათ აზრი, ელისაშვილს არ ვგულისხმობ, რომ არალეგიტიმიურია ეს პარლამენტი, არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამიტომ, ამ პარლამენტში შესვლის აზრი, შეიძლება იყოს იმაში, თუ თვლი, რომ დროებითი პარლამენტია, დროებითი ორგანოა, ინსტრუმენტია და ამ შეთანხმებისთვის ვაკეთებ ამას. ეს ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, ოღონდ, ბუნებრივია, მე არ ვეთანხმები, რომ ეს შეთანხმება ამად ღირდა, რბილად რომ ვთქვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)