05:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 12:34:37, 728 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კობახიძეს და ივანიშვილის მსახურებს სურთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში

„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც სურს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს პარლამენტში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, კობახიძე ძალიან ცდება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბრობს.

„ძალიან ცდება კობახიძე, როდესაც საუბრობს, რომ რაიმე სახის პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც სურს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს პარლამენტში და შემდეგ თავისუფლად, მცირე ოპოზიციის ფონზე იყვნენ და აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ამ პოლიტიკურ კრიზისშია ჩვენი თითოეული მოქალაქე და ჩვენ ექვსი თვე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტზე ვსაუბრობთ, ადამიანები უმძიმეს გაჭირვებაში არიან. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ადამიანების ყოფიერებაზე. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობაც. კობახიძე და ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics