05:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 13:28:29, 745 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტის არც ერთ ფრაქციასთან გაწევრიანებას და იმუშავებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, ის უარს აცხადებს შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ საპარლამენტო თანამდებობებზეც.

„მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე „ევროპული საქართველო“ ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა, ასევე ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არც ერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics