|
2021-05-12 13:05:21, 684 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას ეთაკილება თქმა, რომ სტრასბურგში სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს
ნიკა მელიას ეთაკილება იმის თქმა, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, თუ რაოდენ არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლები. „საერთო ჯამში, ესეც აჩვენებს, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს ჩვენი ოპონენტები. ნიკა მელიამ რომ დაწერა, ეს საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, სინამდვილეში საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, მას ამის თქმა ეთაკილება, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)