15:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 13:14:11, 918 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“ დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482 კვ.მ-ს შეადგენს. კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა.  პროექტის ჯამურმა მოცულობამ  4.2 მლნ დოლარი შეადგინა.   

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს  კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი, ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა. კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნულის გარდა,  კომპანიას დაწყებული აქვს ორი პროექტი ასევე დიღომსა და ზუგდიდში. დიღომის ახალ პროექტი მოიცავს 520 საცხოვრებელ ბინას, რაც საერთო ჯამში  31,237 კვ.მ-ს შეადგენს. ახალ პროექტზე დამატებით  200 ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ცდილობს, საკუთარი სამშენებლო გამოცდილება და ხარისხი თბილისის გარდა სხვადასხვა რეგიონებში დანერგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში 52 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური სამშენებლო ფართი  3,133 კვ.მ. იქნება.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის   კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. „ვივა ჯგუფი“ 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები ბაგებში და ჟვანიას ქუჩაზე. ვფიქრობთ, ბანკისა და „ვივა ჯგუფის“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი  ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, „ვივა ჯგუფი“ მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics