|
2021-05-11 12:54:53, 625 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის თაობაზე პარტიაში კენჭისყრას გამართავს
დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერესა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. „საბოლოო ჯამში, კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები. რამდენჯერაც უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერ თუ არა იმ შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ახლა ვერ გიპასუხებთ. ეს დოკუმენტი ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვაც ისმის ყველას მხრიდან, მათ შორის ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდან, რომელთაც უკვე ხელი მოაწერეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც აუცილებლად შევუთანხმებ სხვა პარტიების ლიდერებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)