|
2021-05-11 12:18:21, 2062 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის შემსუბუქებაზე შესაძლოა მაისის ბოლოსკენ იმსჯელონ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ე.წ კომენდატის საათის შემსუბუქებაზე შესაძლოა მაისის ბოლოსკენ იმსჯელონ. როგორც თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ეპიდვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდეს. „ახლა პიკში ვართ, ამდენად არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდატის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდატის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. მესმის, ეს არის რთული, ამაზე მიდის მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი რაც გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)