|
2021-05-10 13:34:54, 943 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“. რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომზადდა. რეგლამენტი განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. რეგლამენტის თანახმად, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის პრინციპების განხორციელებას; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მცენარეთა დაცვისას და მავნე ორგანიზმებისა და კულტურების მენეჯმენტისას არაქიმიური მეთოდების გამოყენებას. მიღებული რეგლამენტის ამოქმედება უზრუნველყოფს პესტიციდების ბაზარზე განთავსების პროცედურების სრულყოფას, რაც წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი გამოყენებისა და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების საფუძველს. რეგლამენტი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. რეგლამენტის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ სუბიექტებს, ისევე როგორც მაკონტროლებელ ორგანოებს, რომლებზეც გავრცელდება აქტის მოქმედება, მიეცეთ სათანადო დრო, რათა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოემზადონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)