2021-05-09 20:23:08, 635 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას
ფაშიზმის დამარცხების 76 -ე წლისთავთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
მათ ქალაქში მდებარე 1941-1945 წლების ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს.
კასპის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ მათგანი 1000 ლარით დაასაჩუქრა. ომის თითოეულ ვეტერანს ერთჯერადი 1000 ლარი სახელმწიფოსგანაც გადაეცემა.
კასპელ ომის ვეტერანებს კარფურის, თბილისის მოლის წარმომადგენლებმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, მხარის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტაგ მაისურაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),