|
2021-05-09 12:25:26, 693 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და გააგრძელოს საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და გააგრძელოს საქმიანობა. მისივე თქმით, მელია პოლიტპატიმარი არ არის და ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. „ნიკა მელია, როდესაც საპატიმროს დატოვებს აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს საქმიანობა. ის, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტპატიმარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგძელოს მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)