|
2021-05-07 17:09:57, 776 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს თავისი განწყობის დეკლარირება არ მოუხდენია, იმედია, გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტს შეხვედრაზე თავისი განწყობები, აპირებს თუ არა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში“ კანონპროექტზე ვეტოს დადებას, არ გამოუხატავს. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს მათ არგუმენტებს. „აჟიოტაჟი კანონპროექტთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული, რადგან არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა. ყველაფერი თავისი სამართლებრივი არგუმენტებით მოვუყევით პრეზიდენტს და რადგან სამართლებრივად არცერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია ეს კანონპროექტი და გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებისთვის ევროპის ქვეყნებში, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს ამ არგუმენტებს. მას არ მოუხდენია ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება. მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა და მის დასკვნებზე მე წინაწარ ვერ ვილაპარაკებ. წინასწარ ვერ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე - თუ პრეზიდენტმა ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც, ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტებს ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, გააჩნია რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამის შემდეგ იმსჯელებს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი. თუ იქნება ისეთი საკითხები, რაც განხილვადია და რაციონალურ მსჯელობაში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიქტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ შეიძლება ვეტო დაედოს, არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)