|
2021-05-07 12:21:42, 618 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს
არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს. „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და შესაბამისად, მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში. თუ როგორი იქნება განხილვის შედეგად გადაწყვეტილება, წინასწარ პროგნოზების გაკეთების აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ მგონია, რომ არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)