|
2021-05-05 13:11:43, 699 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მზაკვრული ჩანაფიქრი ნიკა მელიას ციხეში დატოვება და დამნაშავეების გათავისუფლებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცოს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მზაკვრული ჩანაფიქრია, რომ 19-21 ივნისის დამნაშავეები გათავისუფლდნენ, ხოლო ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დარჩეს. „საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი უმძიმესი ინიციატივა იყოს დამტკიცებული. ეს პირდაპირ არის მიმართული იმისაკენ, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, მათ შორის ისინიც, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ 19-21 ივნისის დღეებში ყველა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ეს არის „ქართული ოცნების“ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც ჩადებულია მათ ინიციატივაში. ბუნებრივია, რომ ახლა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ინიციატივა ბოლომდე გაიტანონ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)